„მწვანე აჭარა“ – ასე ჰქვია მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით მომზადებულ ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო. კლიპი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს, ზღვაზე დასვენების გარდა, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ამ ეტაპისთვის სულ გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი.
2017 წლის აპრილიდან დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში ანხორციელებს.
Visited 203 times, 1 visit(s) today