მიგრაციის შემცირების ხელშეწყობის პროექტი – კონფერენცია ერევანში ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იგრაციის შემცირების ხელშეწყობის, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის სტრატეგიების შემუშავებისა და მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის ახალი მექანიზმების დანერგვისთვის სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტრენინგ-კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში 7 ქვეყნის: იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლისა და კვლევის მიზნით სემინარზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომელი – ირაკლი წულაძე მიიწვიეს.
„ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონებში ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო, ბიზნეს და პროეფესიული საქმიანობების შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს.
საკუთარი ქვეყნების და რაიონების მიხედვით განვიხილეთ კონკრეტული ოჯახების მაგალითები. შევიმუშავეთ რამდენიე პროექტი, რომელთაგან საუკეთესოს ევროკავშირი დააფინანსებს. მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტოლერანტობის გაძლიერებას მიგრანტთა მიმართ, თრეფიქინგისა და შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების ირგვლივ საზოგადოების ინფორმირება- კონსულტირებას,“-აღნიშნა ირაკლი წულაძემ.

Visited 130 times, 1 visit(s) today