მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დავხუროთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობამ ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საგანგებო შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ სეზონს ზამთრის კურორტებზე. დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში.

Visited 73 times, 1 visit(s) today