მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,ვისაც გსურთ ბიზნესის წამოწყება და გაქვთ მისი განვითარების იდეა, გთხოვთ ჩაერთეთ სახელმწიფო პროგრამაში ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის’’. კარგი იქნება თუკი ბიზნესი განხორციელდება სოფლად, რომელიც უფრო პრიორიტეტულია- განაცხადა დღევანდელ ტრენინგზე სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ. აღნიშნულ ტრენინგს მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგის მენეჯერი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კახა აბჟანდაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთის განვითარებისათვის ბიზნესი ხორციელდება იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც შეტანილია ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების’’ შესახებ, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა პუნქტებში.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი (18წელს მიღწეული) პირს, რომელიც არა არის საჯარო მოხელე.
გრანტის მისაღებად გასავლელია რამდენიმე ეტაპი:
ბიზნეს იდეის განაცხადის შევსება ვებ-გვერდზე www.qartuli.ge
განაცხადის გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
შერჩეული ბიზნეს იდეების ავტორების გადამზადება ბიზნეს იდეის ბიზნეს გეგმად გარდასაქმნელად .
ზოგადად, მთის მცხოვრებლებს, საუკეთესო ბიზნეს გეგმების ავტორებს, 27 ივნისიდან სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა წამოიწყოს ბიზნესი ნებისმიერი მიმართულებით, მხოლოდ ბიზნესი აუცილებლად უნდა განხორციელდეს ადგილზე,რადგან გრანტების გაცემის ახალი ეტაპი სწორედ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.

Visited 340 times, 1 visit(s) today