მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2022 წლის 26 აგვისტოს რუსთაველის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. კორპუსის სახურავი სრულად გადახურულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 195 000 ლარი. აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდება. დაგეგმილია სპორტული კომპლექსის- სტადიონისა და გასართობი სივრცის მოწყობა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

Visited 27 times, 1 visit(s) today