მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ისაუბრეს რეგიონში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების კუთხით განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განმარტებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.

„მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან“ – განაცხადა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა.

Visited 120 times, 1 visit(s) today