მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია

14/10/2017

მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია.
40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა და მინდა, საქართველოს მივულოცო.
მინდა, პირველ რიგში უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება.
ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0