მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისათვის

16/08/2017

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის, ასევე ყველა იმ უწყებას, ვინც აღნიშნულ რეფორმაში იღებს მონაწილეობას, აღნიშნული რეფორმები თავისთავად მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო გაძლიერდეს და კონკურენტუნარიანი გადხეს კერძო სექტორი და შესაბამისად მოხდეს ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა” – დიმიტრი ქუმსიშვილი.
მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0