მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

02/06/2017

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება უსაფრთხოების კუთხით და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე კრიზისების მართვის სფეროში.
მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდაჭერი ქვეყანაა საქართველოს ევროიინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა განაცხადა, რომ ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერ პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლებს.
ვიზიტის მიზანი კრიზისების მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარება და ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0