მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილელებზე ისაუბრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების სამომავლო გეგმებსა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა. მან დეპუტატებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანი მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისებაა და, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დასაქმების სანაცვლოდ, მსჯავრდებულებისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივებთან დაკავშირებით, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

Visited 115 times, 1 visit(s) today