მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურად წარმოჩინდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურად წარმოჩინდა და მათ შორის საქართველოს საკითხი გაჟღერებული იქნა კონფერენციის მაღალი ტრიბუნიდან ისეთი მაღალი დონის მონაწილეების მხრიდან, როგორიც გახლავთ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კონფერენციის ორგანიზატორი, რომელმაც გახსნით სიტყვაში მოიხსენია საქართველო და ა.შ. დავით ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, რაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება.

“მიუნხენის კონფერენციაზე, ამ მაღალი ტრიბუნიდან საქართველო რამდენჯერმე გაჟღერდა სწორედ იმ კონტექსტში, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას, უკრაინასთან ერთად. მე ამ თემაზე ასევე ძალიან აქტიური საუბარი მქონდა იმ პანელზე, რომელსაც ვესწრებოდი და რომელიც იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ფოკუსირებული. ასევე, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა ფორმატი, ყველა შეხვედრა ამისათვის”-განაცხადა მინისტრმა.

Visited 36 times, 1 visit(s) today