მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 300-მდე პირს სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ხუციშვილთან ერთად მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 300-მდე პირს შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ მფლობელობაში არსებული ფართების საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება გააცნო.
დედაქალაქში ჯიქიას N18-ში ფაქტობრივად მცხოვრები 100-მდე ოჯახს, რომელიც 2002 წლიდან გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, თევდორე კობახიძისა და ზაზა ხუციშვილის აქტიური ჩართულობით მათ სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
თევდორე კობახიძის ინიციატივით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა იურიდიული კომისიის სხდომაზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს, დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და თითოეულ მაცხოვრებელს, კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური კუთხით არსებული საკითხების მოგვარებაში დახმარებასა და მხარდაჭერას დაპირდნენ.

Visited 115 times, 1 visit(s) today