მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.
შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი როლი უკავია. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს, შეხვედრისთვის, მადლობა გადაუხადეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში, აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის ასოციაციისა და კლინიკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Visited 22 times, 1 visit(s) today