მიხეილ შაყულაშვილმა კასპის მუნციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერს ვახტანგ მაისურაძეს, მერის მოადგილეებს, მერიის სამსახურებისა და აიპი-ების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეკრებილებმა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კასპის მუნიციპალიტეტის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება და სამომავლოდაც მოეწყობა. გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამხარეო ადმინისტრაცია და კასპის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ.

Visited 50 times, 1 visit(s) today