მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის ელჩი მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, დურსუნ გასანოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

Visited 138 times, 1 visit(s) today