მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

14/07/2017

საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრისას განხილულ იქნა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0