მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ -კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნიუ-იორკში ვიზიტს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს სკოტ კარპენტერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ სფეროში, საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. განსაკუთრებული ყურადღება პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა, მსოფლიოში არსებული ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევების ფონზე, კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფორმაციული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
Jigsaw ამერიკული კორპორაციის Google-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ-იორკშია ბაზირებული და გლობალური გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ საშუალებებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ექსტრემიზმისა და კიბერ-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაა.

Visited 113 times, 1 visit(s) today