მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურების განხორცილების პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ა.წ. 23 მაისს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მოსამზადებელი საკითხები.

Visited 102 times, 1 visit(s) today