მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან კონრად შიმანსკისთან, რომელიც მონაწილეობას იღებს მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“.
მიხეილ ჯანელიძემ კონდარ შიმანსკის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე და პოლონურ მხარეს გააცნო საქართველოს მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობას.
კონრად შიმანსკიმ ქართულ მხარეს დაუდასტურა ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესში ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში პოლონეთის სრული მხარდაჭერა.

Visited 134 times, 1 visit(s) today