მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაერო-ს უმაღლეს კომისარის მოადგილესთან ლტოლვილთა საკითხებში კელი კლევენტსთან.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქისმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
მხარეებმა ასევე მიმიოხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.

Visited 130 times, 1 visit(s) today