მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-სომხური თანამშრომლობის შესახებ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. ამ კონტექსტში განიხილეს მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურობა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას არსებული ურთიერთობის განხილვისა და მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.

Visited 126 times, 1 visit(s) today