„ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ანგარიშები მოისმინეს გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთნ ინტეგრაციის კომიტეტებმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრირების 2020 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე სავალდებულოა 2019 წლის ანგარიშის მოსმენა რამდენიმე მიმართულებით, „ჩვენი კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე ტრადიციულად ვისმენთ რამოდენიმე უწყების ანგარიშს. კერძოდ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რა მიმართულებით წავიწიეთ წინ. რა გააკეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ მიმართულებით თავისი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. ასევე, მოვისმენთ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის ანგარიშებს, ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურების მოხსენებებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბანკის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშები.“
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ევროპასთნ ინტეგრაციის კომიტეტის ჩართულობა, რადგან სწორედ ეს კომიტეტი კურირებს და ზედამხედველობს ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას და რომელიც მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრირების კუთხით.
სხდომაზე აუდიტის სამსახურის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ. მან ისაუბრა აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს IT აუდიტორების შესაძლებლობების გამვითრებისა და IT აუდიტის განხორციელების დანერგვის შესახებ. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების, ეფექტიანობის აუდიტების ჩატარების, საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედევლობის პროცესში, მათ შორის ბიუჯეტის მონოტორინგის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. აუდიტის მართვის სისტემის დანერგვის, ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების მომზადებისა და უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის განხორციელების თაობაზე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში, რომლებიც უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულებასთან და ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებათან არის დაკავშირებული. ეს არის ძირითადად საგადასახადო – საბაჟო მიმართულებები, ასევე შიდა აუდიტის იმართულება და აღრიცხვისა და აუდიტის ანგარიშგების მიმართულება. მან დეტალურად ისაუბრა თითოეული ამ მიმართულებით გაწერული საქმიანობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ საბაჟო მიმართულებით განხორციელებული პროექტების თობაზე ისაუბრა.
ევროპასთნ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე გააკეთა მოხსენება სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ. კონკრეტულად კი ის შეეხო ანგარიშგება-აღრიცხვის, აუდიტის და პროფესიული განათლების მიმართულებით 2019 წელს გაწეულ საქმიანობას.
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიული ჭკუასელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტმა საანგარიშო პერიოდში იმუშავა შიდა აუდიტორთ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და შიდაფინანსური კონტროლის შესახებ კანონის მიმართულებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან ხუთივე ვალდებიულება შესრულებულია, – ფასიანი ქაღალდების იმიტენტების შესახებ გამჭვირვალობის სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტთან; კოლექტიური სანვესტიციო მიზნებისთვის შექმნილ საწარმოებში კანონების რეგულაციების და შესაბამისი ადმინისტრაციული ნორმების დაახლოება ევროდირექტივასთან; საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის კუთხით, ასევე ტრანსასაზღვრო გადახდებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების შესრულების კუთხით. სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია სამსახურის მიერ ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მომხსენებელებმა უპასუხეს დეპუტატების შკითხვებს.