მნიშვნელოვანია მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მანანა ნარიმანიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა, სადაც არსებულ პრობლემებზე და იმ გეგმების განხორციელებაზე ისაუბრა, რომელიც დუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს. მერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაშიც თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა და ჩართულობაა აუცილებელი.

„შეხვედრებს ყოველკვირეული სახე ექნება და იმედი მაქვს, რომ მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შევძლებთ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

Visited 66 times, 1 visit(s) today