მოვარდნილმა მდინარემ ხიდები ოქტომბერსა და მერისში წაიღო

28/06/2016

დღეს, საღამოს 8 საათზე, უამინდობამ მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები ოქტომბერსა და მერისში. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და ადამიანთა სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროის ინფორმაციით საფრთხე ემუქრება დაბა ქედაში მდინარე აჭარისწყალისა და აკავრეთას შესართავის მიმდებარე ტერიტორიას. ევაკუირებულია ოჯახები და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას ადგილობრივის დასახმარებლად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მობილიზებულია მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 0 800 100 103 (ზარის განხორციელება უფასოა)
ქედაში განვითარებული მოვლენების შესახებ სიახლეს პერიოდულად მოგაწვდით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0