მონაცემთა გაცვლის სააგენტომ რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩაატარა

27/10/2017

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ორგანიზებით რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ კიბერსაკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაშიც კონკურსანტები ერთმანეთს შეეჯიბრნენ.
კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.
ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრების პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0