მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, ზემო ბოშურთან რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე და სახანძრო მანაქანა რჩება

23/08/2017

ამ დროისთვის, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე და სახანძრო მანაქანები კიდევ რჩებიან, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. გაჩენილ ხანძარს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება ხდებოდა, რთული რელიფების გამო ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მისვლა ცეცხლის აქტიურ ერებთან , მაგრამ მოგვინებით, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკამ ადგილამდე მისვლა მოახერხა და ხანძარი წყლის ჭავლის მეშვეობით ჩაქრა.
ხანრის გაჩენიდან მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებათან ერთად, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ხანძრის სალიკვიდაციოდ საველე ოპერაციებში.
ამ დროისთვის, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე და სახანძრო მანაქანები კიდევ რჩებიან, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.
დამწვარია 2 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის მასივი, ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0