მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება ოპერატიულად მიმდინარეობს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროების მიხედვით, სოფელ ნახიდურის, ხიდისყურისა, რაჭისუბნის, მწყნეთისა და ქალაქ ბოლნისის მონაკვეთებზე ცენტრალური საავტომობილო გზა შეკეთდა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნახიდური-ხიდისყური-მყნეთის მონაკვეთზე ასფალტის ფენის გადაგების სამუშაოები განახორციელა. ხიდისყური-რაჭისუბნისა და ქალაქ ბოლნისის მიმართულები კი დაზიანებული გზის შეკეთება მოხდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 კილომეტრის მანძილზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში ცენტრალურ გზაზე ასევე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.

Visited 79 times, 1 visit(s) today