მოსახლეობასთან შეხვედრები ფარიზში, ცურტავში, ნახიდურსა და დაბა თამარისში გაიმართა

02/03/2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მერიის წარმომადგენლები ფარიზის, ცურტავის, ნახიდურისა და დაბა თამარისში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს ფარიზში, ცენტრალურ გზაზე, სკოლის მიმდაბერე ტერიტორიაზე ტროტუარი მოეწყობა, ცურტავში შიდა გზის მოწყობა იგეგმება, ნახიდურში კი სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხით, დაბა თამარისში სკვერის კეთილმოწყობა და სტადიონზე განათებების დამონტაჟდება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0