მოსწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო

12/07/2017

მიმდინარე წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო.
მშობლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა სასწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე შედგა. შეხვედრაზე მათ საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სასკოლო ცხოვრების როგორც დადებით ისე, პრობლემურ საკითხებზე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, მიეღოთ ინფორმაცია ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. ყველა მშობელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთულიყვნენ შვილების განათლების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0