მსჯავრდებულებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მსჯავრდებულებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და მის გარეთ მყოფი მსჯავრდებულების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს. სამომავლოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულებისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ერთობლივი ტრენინგ-კურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება.

Visited 38 times, 1 visit(s) today