მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტისა და ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის პროგრამების დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ორივე პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სასწავლო კურსების ჩატარება საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“ უზრუნველყო.

Visited 125 times, 1 visit(s) today