ქობულეთის მუზეუმში ეთნოგრაფიული არტ გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხის მასალებისაგან დამზადებული ნივთები, ქობულეთური ოდა სახლი და ფოტო მასალები. მუზეუმში 8 000 -ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, თანამედროვე ხელოვნებისა და ბუნების წიაღში ნამარხი რელიქტური ტყის ნიმუშებს.
ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და მუნიციპილიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Visited 195 times, 1 visit(s) today