ინტენსიური თოვის გამო, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის (ნაქერალას უღელტეხილი) თოვლწმენდის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
ინტენსიური თოვის მიუხედავად რეგიონის არც ერთ მუნიციპალიტეტში გადაადგილებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ აღინიშნება.
Visited 138 times, 1 visit(s) today