ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა. მათ შორის გამოვლინდა 3 საუკეთესო გუნდი. პირველ ადგილზე მე – 2 სვირის მეორე საჯარო სკოლის, მეორე ადგილზე მე – 7 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილზე მე – 2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. საპრიზო სამეულს 500 ლარიანი ფულადი პრიზი გამგებლის მოადგილემ ვახტან ღამბაშიძემ გადასცა. სიგელები და საჩუქრები კონკურსში მონაწილე ყველა გუნდა გადაეცა.
Visited 197 times, 1 visit(s) today