მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ქალაქის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა

15/12/2016

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ქალაქის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილს კი როდინაულის გუნდი დაეუფლა. ტურნირში მონაწილეობას სოფლისა და ქალაქის გუნდები იღებდნენ. თამაშები მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. გამარჯვებულებს თასი და ფულადი ჯილდო მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. პიველ ადგილზე გასულმა გუნდმა 500, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 300 ლარი მიიღო. ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0