მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეხვდა

10/03/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაესაუბრნენ. სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შუკაკიძემ მათ ტექნიკა და სპეციალური იარაღები აჩვენა. თავის მხრივ მალხაზ ბაზაძემ და თამაზ ნადირაძემ ზემოაღნიშნულ სამსახურს 2016 წელს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადეს. გამგებელმა გიორგი შუკაკიძეს, მადლობის სიგელიც გადასცა. მადლობის სიგელისთვის ორი კანდიდატი თავად ხელმძღვანელმა შეარჩია და ისინი ხათუნა ჭიღლაძესა და ელგუჯა ბერიძეს გადაეცათ. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0