გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ორგანიზაციამ „ცხოვრების მეგზური“ საჩუქრები მიიღო. სასაჩუქრე ნაკრები ტკბილეულის ასორტით იყო წარმოდგენილი. საჩუქრები ორგანიზაციის ხელმძღვანელს თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა და „ცხოვრების მეგზურს“ გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
Visited 239 times, 1 visit(s) today