მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

02/06/2020

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ. პროექტი ასფალტობეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, რკინა–ბეტონისა და მონოლითური კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ4`679`830.00 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით მუჟავას საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი’ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0