მუსიკალური საღამო “ამღერებული იმერეთი” გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გაიმართა მუსიკალური საღამო “ამღერებული იმერეთი”. კონცერტში მონაწილეობა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მოყვარულმა თუ პროფესიონალმა მომღერალ-შემსრულებლებმა მიიღეს. ბაღდათი, როგორც ყოველთვის, გემოვნებიანი და მაღალპროფესიული გამოსვლით წარმოაჩინეს მერაბ ნერგაძემ, ნოდარ ფულარიანმა და ეგუტიძეების ოჯახურმა ტრიომ სოფელ ობჩიდან.

Visited 233 times, 1 visit(s) today