მუსიკისა და დრამის თეატრს ახალი შენობა ექნება

23/04/2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. #127–ში მდებარე შენობის (ყოფილი ‘’რკინიგზელთა კულტურის სახლის’’) მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოები მოიცავს შენობა-ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობის საინჟირნო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პროექტის მიხედვით ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების ნაწილის განხორციელებას. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები, თეატრის სცენა და მაყურებელთა დარბაზის აღჭურვისთვის საჭირო საპროექტო – საინჟინრო პროექტის მომზადება. თეატრის ახალი შენობა 2019 წელს გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0