მყარი ნარჩენების მართვის თემაზე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რწმუნებული პარმენ მარგველიძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითერების მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.