მყარი ნარჩენების მართვის ახალ პროექტთან დაკავშირებით გამგეობაში საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრა შედგა

21/02/2017

მყარი ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებასა და პროექტში მუნიციპალიტეტების სამომავალო თანამშრომლობასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე გამგეობაში დღეს საინფორმაციო – საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტის შესახებ სასუბროდ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და საკონსულტაციო კომპანია PEM კონსალტის წარმომადგენლები გამგებლის მოადგილეს ნიკოლოზ კრავეიშვილს და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს შეხვდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 8 – 10 რეგიონულ სანიტარულ ნაგავსაყრელს შორის, ქუთაისთან ახლოს იგეგმება პირველი ახალი რეგიონული პოლიგონის მშენებლობა. ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი ხუთ გადამტვირთ სადგურთან ერთად იმერეთისა და რაჭა – ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. საპროექტო რეგიონების თითოეულ მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0