მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი „ბარამბო“-ს წარმოებას გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე შპს “ბარამბო”-ში პროდუქციის წარმოებას გაეცნო.
კომპანია ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, ლაბორატორიით არის აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტის ISO22000:2005 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და150-მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. პროდუქციის მრავალფეროვნება მზარდია, რაც ასობით ადამიანის, მათ შორის, როგორც ადილობრივი ასევე, დევნილი მოსახლეობის დასაქმების წყაროა.
“ბარამბო“ რეგიონის მასშტაბით სხვადსხვა სახის სახელმწიფო, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და ეკონომიკურ პროექტებშია ჩართული, აქტივობა მომავალშიც გაგრძელდება.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია კერძო ბიზნესის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთანამშრომლობა გაგრძელდება.

Visited 289 times, 1 visit(s) today