მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის -„სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში “ფარგლებში, სამი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა კერძოდ: ● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარში კოოპერატივი ,,მაღრანი ნატურალური“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა. კოოპერატივი „მაღრანი ნატურალური” 5 წევრს აერთიანებს. ძირითადი საქმიანობაა ელიტური ჯიშის კარტოფილის და მარცვლეული კულტურების მოყვანა, კარტოფილისა და მარცვლეულის დასაწყობება სპეციალურ, ტემპერატურული რეჟიმების მქონე საცავში, მიღებული მოსავლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, გრანტის სახით, კოოპერატივმა მიიღო 92 930 ლარი, ხოლო კოოპერატივის თანამონაწილეობამ შეადგინა 32 650 ლარი, საერთო ჯამში 125 580 ლარი. ● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელ კლდეში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „საარაგვო” 11 წევრის აერთიანებს. ძირითადი საქმიანობაა: ელიტური ჯიშის კარტოფილის მოყვანა, მოსავლის დასაწყობება სამაცივრე საცავში სოფ. ზემო ბულაჩაურში; კარტოფილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე; საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, გრანტის სახით, კოოპერატივმა მიიღო 88 500 ლარი, ხოლო თანამონაწილეობამ შეადგინა 31 100 ლარი სულ 119 600 ლარი. ● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბულაჩაურში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პომოდორნა”. კოოპერატივი 2016 წლის მარტში შეიქმნა და 8 წევრს აერთიანებს. ძირითადი საქმიანობაა პომიდვრის მოყვანა სასათბურე მეურნეობაში; პომიდვრის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე; საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, კოოპერატივმა გრანტის სახით მიიღო 94 276 ლარი, ხოლო კოოპერატივის თანამონაწილეობამ შეადგინა 33 124 ლარი, სულ 127 400 ლარი. ახლადგახსნილი კოოპერატივები, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, „სოფლად თემთა განვითარების“ სააგენტოს დირექტორმა როსტომ გაბისონიამ, ENPARD-ის, ევროკავშირის დელეგაციამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.