მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

09/03/2017

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, რეგიონის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ლდს ჩერიტის“ (LDS-Charities) ტექნიკურ დირექტორებთან ტომ და ჯილი ბლოტერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. აუდიენციის შემდეგ გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გურამ ამირიძემ, უცხოელი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ვაჟა ჩოხელთან და ზურაბ აბესაძესთან, ასევე ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალურ დირექტორთან გიორგი ატაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, კერძოდ: • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელებში (ოძისი, ქსოვრისი) სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. მოხდა ჭაბურღილის ინსტალაცია და 500 ტონიანი წყლის რეზერვუარის მონტაჟი. შედეგად დაახლოებით 500 ოჯახმა სასმელი წყალი მიიღო. სამუშაოებისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 84 000 აშშ დოლარი შეადგინა. • სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში აღდგომლიაანთკარსა და ახალდაბაში და ქალაქ მცხეთაში, კერძოდ, არმაზის დასახლებაში. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. შედეგად 300 -ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი გახდება. წყალმომარაგების ანალოგიური პროექტი, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურშიც დაიწყება. სამუშაოებისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 148 000 $ აშშ დოლარი შეადგინა. ტომ ბლოტერის თქმით, ორგანიზაცია „ლდს ჩერიტი“ (LDS-Charities) მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა სამხარეო ადმინისტრაციასთან და განახორციელოს სასმელი წყლის მიწოდების პროექტები რეგიონის სხვადასხვა სოფლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0