მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

29/03/2019

სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. განიხილეს მცხეთა-მთიანეთის განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განახლების საკითხი.
სამოქმედო გეგმას მიმდინარე წელს 6 691 444 ლარის ღირებულების პროექტები დაემატა. გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კულტურის სახლების, ამბულატორიების, სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების, ხიდებისა და ხიდბოგირების მოწყობა და ა.შ.
მხარის რწმუნებულმა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მიმდინარე პროცესებში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა დააანონსა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0