მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ალექსანდრე ზაგაშვილმა გასული 2 კვირის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინვენტარიზაციას, ბიუჯეტსა და სოციალურ საკითხებს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და უმოკლეს ვადაში, მათი ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, კონკრეტული მითითებები გასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – ჯონი ბერუაშვილი, გოჩა ქავთარაძე და გიორგი კაპანაძე.

Visited 23 times, 1 visit(s) today