ნაბიჯები რომლებიც გადაიდგა, შთამბეჭდავი და ძალიან ღირსეულია

22/06/2016

კორუფციას და მის კლებას რაც შეეხება, მინისტრების დონეზე აღარავის აქვს ეჭვი ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას და ჟურნალისტებს ის რეიტინგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

„საქართველო ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის საბერძნეთს, ესპანეთს, იტალიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველომ გააკეთა ძალიან დიდი ნაბიჯი ბოლო 4 წლის განმავლობაში იმის შემდგომ, რაც წინა წლებში გვქონდა 20-წლიანი მმართველობის დროს, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა სათავეში. რაც შეიძლებოდა ყველანაირი შეცდომა დავუშვით – დაწყებული სამოქალაქო ომიდან, დასრულებული აყვავებული ელიტარული კორუფციის და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფით წინა ხელისუფლების პირობებში. ნაბიჯები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გადაიდგა შთამბეჭდავი და ძალიან ღირსეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0