ნარჩენების მართვის საკითხებზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ საკანომდებლო მოთხოვნებსა და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინიციატივისა (ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება და გადამუშავება) და ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების, ნარჩენების მართვის საერთაშორისო /საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით. პრეზენტაციას გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 188 times, 1 visit(s) today