ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

06/02/2019

ზუგდიდის მერიაში, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 ბიურო იფუნქციონირებს. პროექტის მეორე კომპონენტი რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია გაშუქებას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, რეგიონის მერები, საკრებულოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დაგეგმილია 60-მდე შეხვედრა. შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0